და მაინც 2 თავი · страница 2 из 2
Страница 2 из 2

2 თავი

11 августа 2026, 14:31

რთულია მთელი ცხოვრება კანონს
ემორჩილებოდე, განსაკუთრებით კი იმ კანონს ბედნიერების საშუალებას, რომ არ გაძლევს, კანონს რომელიც არ გაძლევს უფლებას იყო საყვარელ ადამიანთან, კანონს რომელიც გაიძულებს მოკვდე ან მოკლა სხვა სიყვარულის გამო. სწორედ ამ კანონის დაკნინება გადაწყვიტეს კესანემ და ლევანმა.

შემოდგომის შუა ღამე იყო. უშგულში სიჩუმე იყო ჩამოვარდნილი უცებ ბიჭს, რომ შემოესმა ცხენების  ხმა. სატრფოს გამოღვიძება დაიწყო, რომელსაც მიწაზე ეძინა.

-კესანე, კესანე გაიღვიძე. გვიპოვეს.

-დარწმუნებული ხარ?

-ბატონმა იოანემ დამინახა, მოგვაკითხეს...უნდა გავიქცეთ

-სად გავიქცეთ?

-არ ვიცი, რამე ადგილი ვიპოვოთ

-მე ხომ ვამბობდი არ შეიძლება აქ დარჩენა, რომც გავიქცეთ მაინც დაგვიჭერენ

-ჩემო კესანე ბატონი იოანე წუთი წუთზე მოვა აქ, უნდა გავიქცეთ ვერ ხვდები? მოგვკლავე უნდა გავიქცეთ

-არა ლევან არსად არ წამოვალ, ის ჩემი ძმაა. დაველაპარაკები

-შენ რა გაგიჟდი? შენ გგონია შეგიწყალებს? ჩვენ მთის კანონი დავარღვიეთ, სხვა გზა არ გვაქვს გარდა გაქცევისა.

-ლევან ეს გზა ხომ ჩვენ თვითონ ავირჩიეთ, შენ რა შეგეშინდა? შენ გულში შიშმა დაისადგურა?
სიკვდილი არაა ჩვენი სიყვარულის განაჩენი.

კვლავ გაისმა ცხენების ქუსლების ხმა.

-იქ არიან ბატონო, იქ.

ამცნეს მხლებლებმა იოანეს.

-თქვენ აქ დარჩით.

თქვა და თვითონ შევიდა ნანგრევებში.

-ბატონო...

-კესანე დაგვტოვე მარტო!

-ძმაო, გევედრები არ მოგვკვლა, მოგვეცი წასვლის უფლება...

-მე გითხარი დაგვტოვე კესანე!

კესანემ ლევანს გადაეღობა.

-მაშინ მეც მომკალი. ადათ-წესის თანახმად ორივე უნდა მოგვკლა.

-კესანე კიდევ რამდენჯერ უნდა გაგიმეორო რომ დაგვტოვო?

ამბობს და დას მკლავში ხელს ავლებს.

-ძმაო გთხოვ, ადამიანმა ხომ სიყვარულის გამო უნდა მოკვდეს, გაიხსენე შენ რა გააკეთე ლილეს გამო.

-გადი მეთქი კესანე არ გესმის?
ბოლო ხმაზე იღრიალა. კესანე ძალით გაიყვანეს.

-ბატონო იოანე მე მომკალით, მაგრამ მას არ შეეხოთ გევედრებით.

-ნამდვილი მამაკაცი ქალის გულს გამბედაობით იგებს. მოსულიყავი ჩემთან და გეთხოვა როგორც ნამდვილ მამაკაცს შეეფერება. ამის ნაცვლად ჩემ წინ კანკალებ შიშისგან. და ეს არის შენი გამბედაობა და სიმამაცე სიყვარულისთვის? წამომყევი!

ნანგრევებიდან გასულს ასეთი სურათი დახვდათ. დაცვას კესანეზე იარაღი ჰქონდა მიბჯენილი.

-გაუშვი თარაშ.

ექოდ გაისმა იოანეს გამყინავი ხმა.
-დაუშვით იარაღი.

-ლევან.

-გისმენთ ბატონო.

-წაიყვანე კესანე შენთან და მამაშენს გადაეცი დილით ჩემთან მოვიდეს.

-როგორც გვიბრძანებთ ბატონო.

-თარაშ გააეკეთებთ იმას რასაც გეტყვით.

-დიახ ბატონო.

იოანე ცხენთან ერთად სახლის გზას გაუდგა.
<<<

უშგულში მთებს იქით მზის სხივებმა იჩინეს თავი.

როგორც იოანემ ლევანს დაუბარა დილით მისი მამა მოადგა საღლიანების ჭიშკარს, რათა გადაწყვეტილიყო მისი შვილის ბედი. ასევე სხდომას ესწრებოდნენ იოანეს მარჯვენა ხელი თარაში, ბიძია და  ბიძაშვილები.

-ჩვენ ვიპოვით გამოსავალს ისე რომ სისხლი არ დაიღვაროს.
ამბობს იოანე.

-იოანე მე აქ მხოლოდ ორ გამოსავალს ვხედავ ან პაატას ერთ-ერთი ქალიშვილი უნდა შეირთო ცოლად ან უნდა მოვკლათ ლევანი და კესანე.
თქვა დემეტრემ(იოანეს ბიძაშვილმა)

-არავინ არ უნდა იყოს მოკლული.

-ადათ-წესის თანახმად სხვა გამოსავალი არ გვაქვს ბატონო იოანე.

-ჩვენ გვარში უცოლოები დარჩნენ?

-შვილო შენ ხარ უცოლო.

ღიმილით უთხრა მიხეილმა.

-ბიძია მე არ ვითვლები.

-სხვა გზა არ არის ჩვენი გვარიდან გოგო წაიყვანეს. ბოლო სიტყვა შენზეა, დაიმახსოვრო რომელიმე ერთი უნდა აირჩიო თორემ ქაოსი დაიწყება.

მიხეილმა ეს თქვა თუ არა ყველამ ფეხზე წამოიჭრა და დატოვეს ოთახი, დატოვეს იოანე საფიქრელად. მას თითქოს ფიქრის უნარი წაერთვა, ვერ წარმოედგინა ლილეს შემდეგ სხვას თუ შეირთავდა ცოლად. ეს შეუძლებელი იყო. 

იოანე მამასთან გაემართა ტერასაზე.

-მამა, ძალიან რთული დილემის წინაშე მარტო დავრჩი.

-შვილო, მაშინ როცა ჩემ ადგილს გითმობდი გითხარი რომ არ არის მარტივი მართო სვანეთი, რომ ხშირად თავად ბატონი უნდა წავიდეს დათმობაზე. გეუბნებოდი რომ მოვიდოდა დრო და ცოლს შეირთავდი, შენს დას კი სხვას ჩააბარებდი.

-მაგრამ მამა...

- მოიცადე, არავის არ ემეტება საკუთარი და სიკვდილისთვის.  იცოდე  რომ თუ შენი დის სიკვდილს აირჩევ ამით ძალიან ბევრ ადამიანს მიაყენებ ტკივილს. არ გააეკეთო ეს. შეირთე ის გოგონა ცოლად და გაგვახარე შთამომავლებით. და არ ეძებო სხვა გზა იმიტომ, სხვა გზა არ არის. ახლა კი წადი, ნამდვილი ბატონი არასოდეს იბნევა, ის სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას.

მამას დაემშვიდობა კიბეებზე კი დედა შეეგება.

-იოანე, შვილო ჩვენ უძლურები ვართ ადათ-წესების წინაშე. იოანე ჩემი კესანე უნდა მოკლათ? კესანე უნდა წამართვათ?

-დედა არ თქვა ასე.

-რამდენი მანდილოსანი შეეწირა ადათ-წესს.

-დედა დამშვიდდი. გპირდები შენ არ გამოცდი შვილის დაკარგვის ტკივილს ამის სიტყვას მეგაძლევ.

-შენ ამას მართლა ამბობ? შვილო შენ მდიდარი სულის პატრონი ხარ. მადლობა ამისთვის.

ამ დროს მათ თარაში მიუახლოვდა.

-ბატონო, პაატა  თქვენგან სიახლეს ელოდება, რა გადავცეთ?

-უთხარი, რომ ქორწილისთვის დაიწყოს მზადება. მე მივიღე გადაწყვეტილება. წაიყვანენ ჩემ დას და მე მათ ქალიშვილს შევირთავ ცოლად.

-მიიღეთ ჩემგან მოლოცვა ბატონო. სიმართლე, რომ გითხრათ მისი ქალიშვილი ჯერ პატარაა, მაგრამ ფატიმა კარგად ზრდის...

-რამდენი წლისაა?

-ჯერ 12-ის არაა.

აი აქ კი იოანე შეცბა.

არა როგორ შეერთო პატარა გოგონა ცოლად, ამით ხომ გოგონას ცხოვრება  ფაქტიურა დაინგრეოდა, ამით ხომ გოგონას ყველა ოცნებაზე უარის  თქმას აიძულებდნენ, მაგრამ სხვა გზა არ იყო, უნდა დამორჩილებიდა კანონს.