1თავი
18 წლის წინ
სვანეთი, უშგული
-პაატა უთხარი რომ მაშინვე მომიყვანონ ბავში როცა მომინდება, ასე როგორ შეველიო?
ამბობს ქალი და თან თავსაფრის ბოლოებით ცრემლებს იწმენდს.
-დამშვიდდი ფატიმა. სხვა გზა არ იყო თორემ მე ამას ნამდვილად არ გავაკეთებდი.
ქალი ბოლოჯერ იკრავს შვილს გულში და უშვებს.
-გთხოვთ დამიბრუნეთ მე მის გარეშე ვერ გავძლებ.
ამბობს და კვლავ მოთქვამს.
პატარა გოგონას მანქანაში ათავსებენ, ის ჯერ კიდევ ვერ ხვდება რატომ ტირის დედა ან რა ხდება საერთოდ?
მანქანა ადგილს სწყდება ქალი კი მანამ გაჰყურებს სანამ თვალს არ მოეფარა, შემდეგ კი მიწას ემხობა ცხარე ცრემლებით. მას ხომ მისი სულის და გულის ნაწილი მისი ქეთათო წაართვეს.
18 წლის შემდეგ
თურქეთი, სტამბოლი
არაჩვეულებრივი დღე იყო, აი ის პერიოდი ზაფხული ახალ დაწყებლი რომაა შენ კი აუზის, რუჯის და დასვენების გარდა არაფერი გინდა. სწორედ ასე იყო ქეთათო. გოგო რომელიც საოცარი სილამაზის პატრონი გახლდათ. ქართული სილამაზის. თეთრი, ქათქათა კანი, შვლის ნურკის თვალები, წაბლისფერი ცოტათი ხვეული თმა და თლილი თითები.
საცურაო კოსტიუმში გამოწყობილმა პირსახოცი აიღო და გაემართა ეზოსკენ სადაც აუზი ეგულებოდა.
გაცურა, ცურავდა მანამ სანამ დედის ხმა არ გაიგონა მისკენ მომართული.
-ქეთათო საყვარელო როდის უნდა მოემზადო? შენი კაბა მოიტანეს.
-მოვდივარ დედა
დღეს მესამე კურს ასრულებდა. სამედიცინოზე სწავლობდა. მედიცინით 14 წლის ასაკში დაინტერესდა პირველად რომ შეძლო საუკეთესო მეგობრის დახმარება და ჭრილობის დამუშავება. მისი მადლიერი თვალების ხილვის შემდეგ უნდოდა სხვების თვალებშიც იგივე ენახა. უყვარდა ხალხის დახმარება.
-ქეთათო მოდი ვარცხნილობით დავიწყოთ, მერე მაკიაჟი და ბოლოს კაბასაც მოირგებ.
შესთავაზა დამხმარემ.
-კარგი ლეა. იმედია საღამომდე მოვასწრებ
-მძღოლს შევატყობინო, რომ საღამოს წაგიყვანოს?
- არა ლეა, დღეს მძღოლი არ იქნება საჭირო, ემრიე მომაკითხავს.
ეს თქვა თუ არა ჩაეღიმა
-ემრიე...მინდა გითხრა ძალიან კარგი ბიჭია. ჯერ როგორი ზრდილობიანი,მერე...
-კარგი, კარგი მოდი დამეხმარე მომზადებაში თორემ ვერ მოვასწრებ.
არ სურდა ემრიეზე საუბარი. ის მისი საუკეთესო მეგობარი იყო, მიუხედავდ იმისა რომ ქეთათო ქრისტიანია ემრიე კი მუსულმანი. ბავშვობიდან ერთად მოდიან. თუმცა ამ ბოლო დროს ემრიე ქეთათოს მიმართ სერიოზულად განეწყო. თუმცა ჯერ ჯერობით მნიშვნელოვან ნაბიჯს ვერ დგამს .
მოსაღამოვდა. ქეთათო სარკეში საკუთარ გამოსახულებას უმზერდა. ოქროსფერი გრძელი, მარგალიტებით შემკული კაბა ეცვა, საშუალო ქუსლიანი სადა ფეხსაცმლით. წაბლისფერი კულულები ეფინა მხრებზე, ჩრდილები კი კარგად გამოკვეთდა შვლის ნუკრის თვალებს. გართული იყო თვალიერებაში დედა რომ შემოვიდა.
-ქეთათო რა ლამაზი ხარ ძვირფასო. ნამდვილი მზეთუნახავი.
-მადლობა დედა.
ხატიჯემ ქეთათოს ხელში მცირე ზომის ყუთი გადასცა და მის რეაქციას დაელოდა.
-ეს რა არის?
-აბა ნახე თუ მოგეწონება?
ყუთში ულამაზესი მწვანე თვლიანი ყელსაბამი და საყურე იდო.
-ეს მე და მამამ შეგირჩიეთ, სწორედ ამ დღისთვის.
-დედა რა ლამაზია, დიდი მადლობა
დედას მიეხვია, მან კი გულში ჩაიკრა.
-ქვემოთ ემრიეა მოსული და გელოდება.
ამცნო ლეამ.
საკმაოდ სიმპატიური იყო ემრიე ცისფერი თვალებით და ქერა თმით. თეთრ პერანგში და კლასიკურ ლურჯ შარვალში იყო გამოწყობილი. ხატიჯეს მიესალმა და ქეთათოს გაუძღვა მანქანისკენ.
-არაჩვეულებრივად გამოიყურები!
-გმადლობ ემრიე.
-აბა მზად ხარ დღევანდელი საღამოსთვის?
უკვე დამირეკეს, ყველანი მისულან
- იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის.